ბუტაფორიის ვაშლი


ბუტაფორია..ეს უსულო რეალობაა..ცარიელი, გამოფიტული, უსიცოცხლო რეალობა.. მაგრამ ვიზუალურად ისე გამოიყურება, რომ თვალი მას ბუნებრივად აღიქვამს და სულ არ შეაქვს ეჭვი მის სიყალბეში.. სწორედ ამიტომ გვიჭირს ბუტაფორიული ადამიანების,ბუტაფორიული გრძნობების გარჩევა ნამდვილისგან.. Continue reading

წარსულში გაყინული ჩემი პირველი….


ტიმოთეს უბანი.. 9 წლისები ვართ  მე, ის და ჩემი დეიდაშვილი გვანცა..ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,ყოველ წელს ერთად ვისვენებთ,ერთად დავდივართ მდინარეზე, ერთად მივდივართ  ბანაკელების კლუბშიც,სულ სულ ერთად ვართ… მან ყველაფერი იცის, სოკოს საკრეფად მის იმედზე მივდივართ, ტყეშიც მისი იმედი გვაქვს,ყველგან დავდივართ, კლდეებზე დავძვრებით..არ დავიკარგებით დარწმუნებულები ვართ..ყველა გზა იცის…სულ სულ ყველაფერი,ტივებსაც აკეთებს და ანკესებსაც,არადა ჩვენნაირად თბილისელია…სხვებს არ ჰგავს,მან ყველაფერი იცის…ხშირად ვთამაშობთ : კარტს, კალათბურთს და ყველაზე ხშირად  სათევზაოდ დავდივართ..მე და გვანცა ქვებს ვესვრით მდინარეს,თევზებს ვერაფერი გავუგეთ..გვაოცებს მისი მოთმინება… თევზებით სავსე ვედრით მოვდივართ სახლში..გვიხარია….

მისი დაბადების დღეა… ბევრი შევიკრიბეთ..ვიხალისეთ და მშობლებისგან მალულად დავლიეთ კიდეც..მერე ის და გვანცა სადღაც გავიდნენ, გვიან შევამჩნიე…

მეორე დღეა და მდინარეზე წასვლას ვაპირებთ…მიხარია…  ტივებს  ის გვიკეთებს….

გვანცას სიტყვები : იცი მას უყვარხარ… Continue reading

უპატრონოდ…

                                რამდენი ხანი გავიდა….რამდენი ხანია ერთ ადგილას ვდგავარ და ვერ ვინძრევი..   დავრჩი მარტო..ეული..გაყინული..ჩემი “შემქმნელი” თუ რაც ჰქვია თავისი პრობლემებით ისეა დაკავებული რომ არც ვახსენდები..არა ხანდახან ვახსენდები,მაგრამ მუდმივად რაღაცას იმიზეზებს,მუდმივად უხასიათოდაა…ზოგჯერ როდესაც კიდევ ერთხელ შემამოწმებს რაღაც სიხარულის გრძნობა მეუფლება, ვფიქრობ იქნებ ახლა მაინც გამომაფხიზლოს,იქნებ დავიბრუნო ჩემი ფუნქცია..მაგრამ იმედი მალევე მიცრუვდება და თავს ისევ უსარგებლოდ ვგძნობ…თუმცა არ მიკვირს ..მე ხომ ისედაც ბუტაფორია ვარ, ისედაც არარეალური და ცარიელი… შემპირდა..ჰო აი ამ წამს შემპირდა, რომ ისევ გამაცოცხლებს..არა აღარ მიხარია,თუმცა ველოდები..ველოდები როდის შეასრულებს დანაპირებს….
P.S. ეს დასაწყისია! მათთვის ვინც მელის <3<3

5 რამ რასაც გავაკეთებდი (მე რომ თამამი ვიყო…)

მორიგი თეგ-თამაში 🙂 რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვწერ ,რომ მხოლოდ 5 პუნქტი მაქვს დასაწერი და ადვილად მოვაბამ თავს 🙂  თამაშში ელიმ დამთაგა და ვეცდები ღირსეულად განვაგრძო.. მაგრამ სპეციფიკას ცოტა  შევუცვლი და დავწერ იმას თუ რას გავაკეთებდი წარსულში თამამი რომ ვყოფილიყავი,რადგან ახლა საკმარისი სითამამე მაქვს მათ გასაკეთებლად ,მაგრამ მათი ჩადენის სურვილი და ზოგ შემთხვევაში შესაძლებლობა აღარ.. მაშ,ასე ვიწყებ….
1) თამამი რომ ვყოფილიყავი არ დავამწყვდევდი ჩემს ბნელ ფიქრებსა და პრობლემებს  ჩემში და აუცილებლად მოვუყვებოდი მათ შესახებ დედას…(იმის მიუხედავად გამიგებდა თუ არა)
2) არ შემრცხვებოდა ჩემი გრძნობების და ბიჭთან ურთიერთობაში აუცილებლად გადავდგამდი პირველ ნაბიჯს (თუმცა სულაც არ ვნანობ,რომ ასე არასდროს მოვქცეულვარ:))
3) 17 წლის ასაკში გადავიჭრიდი ვენებს მაშინ განვითარებული მოვლენების გამო…(ძალიან მინდოდა, თუმცა ახლა მიხარია რომ ვერ გავბედე)
4) დავამთავრებდი ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტს და არა ბიზნესის და ეკონომიკისას…(აქ ალბათ უფრო ჯიუტი უნდა ვყოფილიყავი, ვიდრე თამამი)
და ბოლოს 5) დავუბრუნებდი გუშინ ნაყიდ “ბალეტკებს” გამყიდველს (რადგან ყიდვიდან 20 წუთში მივხვდი, რომ არ მომწონს:)) ესეც ასე:):) კიდევ ბევრ რამეში დამაკლდა სითამამე,მაგრამ მათ შესახებ სხვა დროს… ვთაგავ  არავის , ანუ თავისუფალ ნებას გიტოვებთ გააგრძელოთ თუ არა თამაში 🙂 და ბოლოს  მადლობა დონალდოს  და ელის….

BNG…My Daily eye…

ჩემი მორიგი პოსტი ანუ თეგ-თამაში, რომელშიც ჩავები და სადაც ელიმ დამთაგა :))) არ ვიცი როგორი გამომივა ჩემეული დახასიათება ჯგუფის და იმ ბავშვების ვინც ამ ცოტა ხნის განმავლობაში გავიცანი,მაგრამ იმედია ძალიან მოსაწყენი არა…
მოკლედ ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ მე ყველასგან განსხვავებით(ვინც ჯგუფში სხვათა დახმარებით გაწევრიანდნენ) ჩემი ნებით გავგზავნე მოთხოვნა ჯგუფში,არც ვიცი რატომ ან რისთვის.. Continue reading

წერილი მშობლებს,ანუ მათ ვინც სამყაროს კიდევ ერთი არანორმალური მოუვლინა…

ეს თეგ-თამაში ელიმ დაიწყო,ხოდა მეც გადავწყვიტე მივწერო წერილი ადამიანებს რომლებიც რა დოზითაც მიყვარს, იმავე დოზით მინდება ხოლმე მათი დახრჩობა ხანდახან…დე და მაა…დარწმუნებული ვარ ჩემს ბლოგს ვერც იპოვნით და არც ამას წაიკითხავთ როდესმე(თუ ჩემმა დამ არ ჩამიშვა :დ) დეე შენ მაინც მგონია რომ აღმოაჩენ,რადგან 20 წლის მანძილზე არ ყოფილა მოვლენა შენთვის დამემალა და მაინც არ გაგეგო:))მერე ალბათ მამაც ჩაერთვება საქმეში  🙂 მოკლედ დავიწყებ და ალბათ გაოცდებით როცა გაიგებთ, რომ თქვენს შვილს ბოლომდე არც ერთი არ იცნობთ, თუმცა კი გგონიათ რომ ყველაფერი იცით მაგრამ ასე არ არის… მოკლედ დე და მაა!! გაფასებთ რომ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებდით,გაფასებთ რომ არაფერზე არ გვეუბნებოდით უარს,გაფასებთ რომ ჩვენ გამო სულ მოუცლელები იყავით..მაგრამ არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე , რომ მატერიალურზე მეტად ხანდახან უბრალოდ თქვენი სითბო გვჭირდებოდა… Continue reading

რამდენი შევაცდინე :D ანუ კომერციული პოსტი,არაკომერციული მიზნებით…

კიდევ ერთი პოსტი ჩემს საყვარელ ბუტაფორიის წარმომადგენლებს 🙂   საკმაოდ გაოცებული ვრჩები :)))) სულ რამდენიმე კვირაა რაც ჩემი ბლოგი არსებობს და უკვე ისეთი ადამიანების გზაამბნევი გავხდი ვინც  შემდეგი სახის წინადადებების  “ცხოველების სექსი ადამიანებთან, პოპულარულების სექსი,სექსი და პორნო ,არარეალური სექსი” 😀 (და აღარ გავაგრძელებ) დამ ‘search’ ველები არიან …. საქმე ეხება ჩემს პოსტს ( სექსი,ქალიშვილობა,ლგბტ და სრული მარაზმი,ანუ რა იყიდება კარგად საქართველოში) , რომელიც ერთგვარი მახე აღმოჩნდა ასეთი ადამიანებისთვის 🙂 არადა პოსტი მათ ინტერესზე  სულაც არ იყო გათვლილი…

რაღა მეთქმის 1) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ ვცდები ხალხის პრიმიტიულ აზროვნებაზე რომ ვსაუბრობ….

2) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა შეუძლია სათაურს…

3) დავრწმუნდი რომ  სიტყვა – სექსის -არსებობა ბლოგზე +1 ვიზიტორს ნიშნავს საათში თუ არა დღეში  მაინც ..მართალი გითხრათ სულ არ გამახარეთ თქვენი აქ შემობოდიალებით..მაგრამ წარმომიდგენია თქვენი გაწბილებული სახეები, მასთან ერთად ამოძახილი ‘ოოო F’  და  რაღაცნაირად კმაყოფილი ვარ ასეთებს რომ გხედავთ, ასეთებს – გაწბილებულებს და იმედგაცრუებულებს,რადგან ეს ის არ იყო რასაც ელოდით..თუმცა ნათქვამია “ვინც ეძებს ,ის პოულობსო” 😀  

P.S ხოდა აბა თქვენ იცით კარგად ეძებეთ, მე კი გილოცავთ ! -თქვენ ჩემს მიერ  შეცდენილი “ლუზერები” ხართ 🙂  ვიმედოვნებ ხშირად გექნებათ ასეთი გასულელებული სახეები 😀 (მაინც რატომ ვარ ასეთი ბოროტი:D)?

მეტალი…წარსულში დარჩენილი მე და პარანოია….

                    ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ის, რის გამოც წარსულში ალბათ სიცოცხლეს დავთმობდი,დროთა განმავლობაში გაუფასურდებოდა და ყველანაირ მნიშვნელობას დაკარგავდა ჩემთვის…

ჩემს თავზე თითქმის არასდროს ვსაუბრობ, არა იმიტომ რომ კომპლექსები მაწუხებს, უბრალოდ მგონია რომ  ჩემს პირადზე საუბარი მაცარიელებს, ჩემს ნაწილს მართმევს და უსულოდ ვრჩები… არც არასდროს გავიხსენებდი წარსულს ჩემი თავი რომ არ დამსიზმრებოდა..მე ისევ ისეთი ვიყავი,ისევ ისეთი -პატარა და სხვანაირი,ჩემებური …და ახლა პირიქით ვარ,მგონია ეს რომ არ დავწერო რაღაც აფეთქდება ჩემში…ამიტომ ძალიან მოკლედ ჩემზე…. Continue reading